понедельник, 12 июля 2010 г.

ჯანმრთელობა ჩემი უფლებაა,სუფთა ჰაერი ჩემი მოვალეობა

პროექტის სახელი : ჯანმრთელობა ჩემი უფლებაა, სუფთა ჰაერი ჩემი მოვალეობა.
პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოსწავლეები შეარჩევენ რაიონში არსებულ ეკოლოგიურ ფოკუს პრობლემას, აღწერენ მისი წარმოშობის მიზეზებს, მექანიზმსა და შედეგებს, გამოიკვლევენ და დაასაბუთებენ ამ პრობლემის გადაჭრის ეფექტურ გზას, ეს გზაა (დაავადებული მოსახლეობის პერიოდული გაყვანა ბაკურიანში ჰაერით მკურნალობისათვის).
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინტერნეტიდან, ბეჭდური წყაროებიდან, ზეპირი გადმოცემებიდან ზესტაფონის რაიონის ეკოლოგიური მდგომარეობის, ძირითადი ეკოტოქსიკანტებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის და ეკონომიურ მდგომარეობებზე მათი ნეგატიური ზემოქმედების შესახებ ინფორმაციებს. გამართავენ დისკუსიებს: რაიონის მოსახლეობასთან, ექიმებთან (ალერგოლოგი, პედიატრი, ონკოლოგი ), რაიონის გამგეობის კომპეტენტურ, გარემოს დაცვის ინსპექციისა და მასმედიის წარმომადგენლებთან , მოამზადებენ ფოტო და ვიდეო მასალებს, ნახატებს, ნახაზებს, მოაწყობენ ექსკურსიას რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ( რაიონისათვის ამ ეკოტოქსიკანტების უპირატესობების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად ), შეადგენენ ცხრილებს მავნე ნივთიერებებით გამოწვეული დაავადებებისა და დაავაგებული მოსახლეობის რაოდენობრივი პროცენტული მაჩვენებლების შესახებ, ასევე შეადგენენ ხის დიაგრამებს რომლებიც ასახავს პროექტის ფოკუს პრობლემის მიზეზ–შედეგობრივ კავშირს. მოამზადებენ ინფორმაციას ჰაერში შხამების (ანუ ვირუსების ) წარმოშობის, მოქმედების მექანიზმისა და ცოცხალ ორგანიზმებზე მათი უარყოფითი ზეგავლენის შესახებ , ასევე მოახდენენ კვლევასა და ანალიზს ზესტაფონისა და საკურორტო ჰაერისას, დასახავენ პრობლემის გადაჭრის ეფექტურ გზას, (ბაკურიანის ზამთრისა და ზაფხულის ჰაერი), შეაფასებენ და დაასაბუთებენ მის ეკოლოგიურ და ეკონომიურ უპირატესობას, შექმნიან რეფერატს, პროექტის საგაზეთო სტატიასა და ელექტრონულ ვერსიას।
მონაწილეთა ასაკი: IX-X-XI-XII კლასელები
ვადები/ხანგრძლივობა: ( 1 წელი )
პროექტის შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის მოძიება ინტერნეტიდან, ბეჭდური წყაროებიდან და ზეპირი გადმოცემებიდან. დისკუსიების გამართვა, ფოტო და ვიდეო მასალების მომზადება, ნახატების, ნახაზების, ცხრილებისა და დიაგრამების შექმნა, ექსკურსიის მიწყობა მუზეუმში, ინფორმაციის მომზადება რეფერატისა და საგაზეთო სტატიის სახით, პროექტის ელექტრონული ვერსიის შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:სპონსორების მოძიება, მძიმე ეკოლოგიურ ზონაში მცხოვრები მოსახლეობის დაფინანსება, მათი ჯანმრთელობის, ეკონომიური და გონებრივი მდგომარეობების გაუმჯობესება (სპონსორები დააფინანსებენ ზესტაფონის რაიონის დაავადებული მოსახლეობის მასიურ გამოკვლევასა და მათ მასიურ მკურნალობას საკურორტო ჰაერით). საგანმანათლებლო პროცესებისა და ქვეყნის განვითარებისათვის ხელშეწყობა.
სარგებელი სხვებისთვის: დაინტერესებული საზოგადოება სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს ზესტაფონის რაიონის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. გარკვეული ნაწილისათვის ეს პროექტი იქნება გაფრთხილება,ნაწილი მიიღებს დახმარებას სპონსორებისაგან.ჯანმრთელობის, ეკონომიურ და გონებრივ მდგომარეობებს გაიუმჯობესებს საზოგადოების გარკვეული სეგმენტი. (ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია). ქველმოქმედებით დაინტერესებული პირები გაიღებენ თანხებს. ყოველივე ქვემოთ ჩამოთვლილი საუკეთესო სარგებელი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.
სამუშაო ენა: ქართული
მოსწავლეები სხვა სკოლებიდან: მონაწილეობენ ,როგორც კვლევის ობიექტები.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმია–ბიოლოგია–ფიზიკა–გეოგრაფია–ინფორმატიკა
პროექტის ფასილიტატორი: მანანა ჯიქურიძე
ფასილიტატირის ელ–ფოსტა:mananajiquridze@gmail।com
პროექტის ვებ।გვერდი/ბლოგი: mananajiquridze-manana.blogspot.com